,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. დაღუპული სოფელ ოზაანის მკვიდრი შალვა ხატიაშვილია.

არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში იყო გაგზავნილი. ჯგუფი სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობდა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ელექტრობოძი გადატყდა, რასაც კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ხატიაშვილი 48 წლის იყო, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.

კომპანიამ 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთინეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან სტიქიის ადგილებზე გაგზავნეს.

მსგავსი თემები