ქობულეთში დააკავეს კაცი, რომელმაც შშმ ქალზე სექსულურად იძალადა

ქობულეთში კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

მსგავსი თემები