ფოთში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, ცოლ-ქმარი დაიღუპა

ფოთში, ნაბადის უბანში ბუნებრივი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა. შემთხვევის დროს ისინი სახლში მარტო იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ახლობელთან კონტაქტზე არ გადიოდა, რის შემდეგაც კარები შეამტვრიეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი პრემიერად არჩევის შემდეგ

,,სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას”. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ პრემიერად არჩევის შემდეგ გააკეთა. ,,მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება არის თვისებრივად განსხვავებული სივრცე, განსხვავებული სფერო საქმიანობის, არის დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას. ახლო მომავალში, მყისიერად გადავალთ უკვე სამუშაო რეჟიმზე. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყებია მუშაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანაზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, საქართველოს მთავრობის წინაშე”,  – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

მამამ 2 წლის გოგონა მეხუთე სართულიდან გადააგდო, გამვლელმა კი ჰაერში დაიჭირა და გადაარჩინა

ყაზანში მამამ მეხუთე სართულიდან 2 წლის გოგონა გადააგდო. გამვლელმა კი სიმაღლიდან გადმოგდედბული გოგონა ჰაერში დაიჭირა და ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ალბერტ ბიკმულინი დისტრიბუტორად მუშაობს და აწვდის საქონელს მაღაზიებში. შსს-ს ინფორმაციით, ის მორიგეობდა, როცა ბავშვების ყვირილი გაიგონა და დაინახა, რომ მამაკაცმა ფანჯრიდან ორი ბავშვი გამოყო, რომლებიც ტანსაცმლით ჰყავდა ჩაბღაუჭებული და ემუქრებოდა, რომ გადააგდებდა. ალბერტი მანქანიდან გადმოხტა და მოახერხა, გადმოგდებული გოგონას ჰაერში დაჭერა, რის შემდეგაც ისინი ერთად გადაცვივდნენ თოვლში. ამის შემდეგ მამაკაცი მეზობლის ფანჯრიდან უცნობი პირის ბინაში შევიდა, მასთან მოლაპარაკება დაიწყო და პოლიციის მოსვლამდე დარჩა. სწორედ ალბერტმა შეუშალა ხელი უბედურ მამას, რომ გადაგდებული…

მეტი...