მოკლულია 4 პირი, მათ შორის, ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა – ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ თავდასხმაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე ისროლა 1988 წელს დაბადებულმა პირმა. მოკლულია 4 ადამიანი, მათ შორის, ბრალდებულის ბიძა, რომელიც ბაზარში იყო დასაქმებული. არიან დაჭრილებიც. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ისინი საავადმყოფოში მოათავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.

დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებულები, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები