პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 7 წავიდა. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების დანიშვნაში ფორმალური მონაწილეობაც აღარ შეეძლება და ცესკოს კონტროლი სრულად მმართველი პარტიის ხელში გადადის. უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო არჩეული.

კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით “ოცნებამ” ვენეციის კომისიის დასკვნა არ გაითვალისწინა, სადაც პირდაპირ ეწერა,რომ შემოთავაზებული ცვლილებები უდროო და საკმაოდ დამაბნეველია.

საერთაშორისო ორგანიზაციები პრობლემად მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროცესში მინიმალურია. მათი რეკომენდაციაა, შესარჩევი კომისია, რომელიც ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეს ექვემდებარება, ისევ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში დაბრუნდეს.

მსგავსი თემები