რუსთავში, „სტამბოლის ბაზარში“ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას რამდენიმე საათია ოპერაცია უტარდება. მისი ჭრილობები მრავლობითია.
მამაკაცმა, რომელიც ბაზარში შეიჭრა, მას ე.წ. საფანტით მიაყენა ჭრილობები. მამაკაცს დაზიანებული აქვს გულ-მკერდი, სახე, მუცლის მიდამოები, ბარძაყი და მარჯვენა ზემო კიდურები.
შეგახსენებთ, რომ „სტამბოლის ბაზარში“ შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და ადამიანები დახოცა. 4 გარდაიცვალა. დამნაშავე დააკავეს.