რუსთავის ბაზარში დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

რუსთავში ე.წ სტამბულის ბაზრობაზე დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. ის რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული.

„პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე.

ახლა ლაბორატორიული მკურნალობა უტარდება და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზეა შეყვანილი, რის შემდეგაც, გადაწყდება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. ჭრილობები საფანტითაა მიყენებული. ქირურგიული ჩარევა ჯერ არ ჩატარებია. მამაკაცი 26 წლისაა“, – განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.

მსგავსი თემები