,,ზურაბიშვილი გინდ შეიტანე ადმინისტრაციაში, გინდ გამოიტანე ქუჩაში, ერთი და იგივე შედეგია” – გურამ მაჭარაშვილი

,,ზურაბიშვილი გინდ შეიტანე ადმინისტრაციაში, გინდ გამოიტანე ქუჩაში ერთი და იგივე შედეგია”. ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას, რომ ევროპული პლატფორმა გაფართოვდეს, უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და პროცესებმა ათონელის რეზიდენციიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლოს.

,,ხან ბორდი დაანონსა სააკაშვილმა, ხან ვივა მედში პოლიტსაბჭო, რაზეც თავისივე მხარდამჭერებმა უთხრეს უარი. უნდა შეეგუოს პატიმარი სააკაშვილი, რომ უკვე აღარავის აღარ სჭირდება, მათ შორის არც თავის მხარდამჭერებს. ჯერ ერთი, ის დააკონკრეტოს ნაცმოძრაობის რომელი ბორდის თავმჯდომარეობა უნდა – რომელი ნაცმოძრაობა – გვარამიას ნაცმოძრაობა, ხაბეიშვილის ნაცმოძრაობა, მელიას ნაცმოძრაობა თუ რომელი, თუ ეს არ იცის, ჯერ კონსულტაციები გაიაროს. მხიარულად წაიყვანს, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიას სააკაშვილი.

ზურაბიშვილი გინდ შეიტანე ადმინისტრაციაში, გინდ გამოიტანე ქუჩაში ერთი და იგივე შედეგია,“ – ამბობს მაჭარაშვილი.

მსგავსი თემები