ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს – კახა კალაძე

„ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კონკრეტული ტელეკომპანიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი დაკავებული მებაჟე საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ კახა კალაძეს სამშენებლო ბიზნესში ფინანსური ინტერესები აქვს და ტვირთებზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის, საბაჟო დოკუმენტების ფალსიფიცირება ხდება.

„მცდელობა გაქვთ, სისულელეები გაავრცელოთ, სულ სპეკულაციებში და ინტრიგებში ხართ. მე ვაყალბებ დოკუმენტაციას? ამ სისულელეებს შეეშვით, ჩემი თხოვნა იქნება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, ბუნებაში არ არსებობს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს ოდესმე – სპორტში, სპორტის მერე პოლიტიკაში. ვერ ნახავთ უბრალოდ მსგავს ფაქტს, რადგან არ არსებობს. სად უნდა ეძებოთ ასეთი ადამიანები, მაგასაც მიგასწავლით, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში და ა.შ.“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები