კუს ტბის საბაგირო მუშაობას დროებით შეაჩერებს

კუს ტბის საბაგირო მუშაობას 1 დღით შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

,,ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულის გამო, 9 თებერვალს საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. მომსახურება ჩვეულ რეჟიმში 10 თებერვალს განახლდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები