მუნიციპალიტეტებში, ტაქსის მძღოლები ნებართვის გარეშე ვერ იმუშავებენ

თბილისის მსგავსად, ყველა მუნიციპალიტეტში, ტაქსით მომსახურება სპეციალური ნებართვით იქნება შესაძლებელი.  ნებართვის გაცემა მინიმუმ 1 წლის ვადით მოხდება და მას ადგილობრივი მერია გასცემს.

ნებართვის მოქმედების ვადას კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.

ნებართვის გარეშე მგზავრის გადაყვანა ჯარიმდება. კერძოდ,  ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა.

მსგავსი თემები