,,ჩემი გასამართლება არის თითოეული თქვენგანის შეურაცხყოფა” – მიხეილ სააკაშვილი

,,ჩემი გასამართლება არის თითოეული თქვენგანის შეურაცხყოფა”, – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დარბაზში ჩართვის დროს გააკეთა.

სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ მან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და გადადგა, თუმცა, შედარებას აკეთებს 2019 წელთან, გავრილოვის ღამესთან, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ აუღია, მითუმეტეს არც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა არცერთი მაღალჩინოსნის.

,,ჩემი გასამართლება არის შეურაცხყოფა თითოეული ჩვენგანის.. ეს არის ეროვნული ღირსების შელახვა, რაც ხდება ამ დარბაზში, ეროვნული ღირსების შელახვაა, რაც ხდება ჩემ მიმართ და ამას მსოფლიო კარგად ხედავს,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

მსგავსი თემები