,,ეს რა დღე დამიდგა… შვილის მკვლელი ვარ” – რა ვითარებაა რუსთავის ბაზრობასთან

რუსთავში სტამბოლის ბაზრობასთან, ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარბის ბრიგადები.

ბაზრობასთან, სადაც 4 ადამიანი მოკლეს, იმყოფებიან მოკლულების ოჯახის წევრებიც.

„ეს რა დღე დამიდგა, მე მოვკალი… შვილის მკვლელი ვარ,“ – ამბობს ერთ-ერთი მოკლულის ოჯახის წევრი.

ცნობისთვის, დაკავებულია მოვაჭრეების ნათესავი, რომელიც იმავე ბაზრობაზე მუშაობდა. დაკავებულს კონფლიქტი ჰქონდა ბიძასთან, რომელმაც სამსახურიდან გაუშვა და შურისძიების მიზნით დაიწყო სროლა.

მსგავსი თემები