ფინეთმა რუსეთთან საზღვრის გახსნა 14 აპრილამდე გადადო

ფინეთის მთავრობამ რუსეთთან საზღვრის გახსნა 14 აპრილამდე გადადო. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განაცხადა.

,,საზღვრის რუსული მხარის მახლობლად არის სულ მცირე ასობით, მაგრამ ალბათ ათასობით მიგრანტი, რომელიც ელოდება შესაძლებლობას გააგრძელოს მოგზაურობა ფინეთში”, – განაცხადა რანტანენმა.

ფინეთმა რუსეთს საზღვრები, მიგრანტების მზარდი რაოდენობის გამო, გასული წლის ბოლოს დახურა და მოსკოვი მიგრანტების საზღვრამდე მიყვანაში დაადანაშაულა, რასაც კრემლი, ამ დრომდე, უარყოფს.

მსგავსი თემები