რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 36 წლის გიორგი ორველაშვილი დააკავეს

რუსთავის ბაზარში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, 36 წლის გიორგი ორველაშვილია. სამართალდამცველებმა ის სროლიდან მალევე დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენება ედება.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელმა ე.წ სტამბოლის ბაზარში სროლა პირადი კონფლიქტის გამო დაიწყო და საკუთარ ბიძას ანგარიშსწორების მიზნით სანადირო იარაღიდან ესროლა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მასთან ერთად სროლას კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ხორცპროდუქტების გამყიდველი, ერთი კი ტაქსის მძღოლია. დაჭრილია დაკავებულის ბიძაშვილიც.

,,ჩემი ნათლიის ძმისშვილია დამნაშავე. გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ ნაქირავებში დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა. პოლიციამ გაიგო ამის შესახებ, დაადგინეს, რომ ეს ვერ იყო ცოტა კარგად და ეს გიჟი, დღემდე, სამ თვეზე მეტია, დადის გარეთ”, – ამბობს რუსთავში მოკლული ერთ-ერთი პირის შვილი.

მსგავსი თემები