„შემოსავლებში ვართ მემარჯვენეები, ხარჯებში ვართ მემარცხენეები“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის წევრებს სამთავრობო პროგრამას აცნობს და დეპუტატების კითხვებს პასუხობს. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, შემოსავლებში მმართველი გუნდი მემარჯვენეა, ხარჯებში კი მემარცხენე.

„რაც შეეხება ჩვენს იდეოლოგიას, „შემოსავლებში ვართ მემარჯვენეები, ხარჯებში ვართ მემარცხენეები. ეს არის რეალურად ჩვენი პოლიტიკის შინაარსი“, – აღნიშნა კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები