„ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის “არწივია“ – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობის დამკიცებასთან დაკვშირებით სოციალურ ქსელში წერს და ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს იხსენებს.

„ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის “ერთადერთია”, “ასეთი ჯერ არ ყოფილა”,”არწივია”, “ადამიანი კი არა, ანგელოზია” და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ “ერთადერთი”, “არწივი”, და ა.შ.  ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ ‘”ადრინდელი” შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან ….

16 თებერვალი …..1890  !!!!! 
ნიკო ნიკოლაძე  (თხზულებანი, ტომი X)” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები