,,შეერთებული შტატები უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს”- მიხაილო პოდოლიაკი

,,ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და უარყოფს რუსეთის მცდელობებს, აჩვენოს, რომ აშშ-უკრაინის ურთიერთობები ცივდება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზელენსკის  ვიზიტი უდავოდ გაააქტიურებს სამხედრო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს, გაზრდის ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ უფრო მობილიზებას.

„პირველ რიგში, როგორც თავად ვიზიტი, ისე დაგეგმილი შეხვედრების დონე ცალსახად მეტყველებს ქვეყნებს შორის ნდობის მაღალ ხარისხზე. მეორეც, ეს საბოლოოდ უსვამს წერტილს რუსული მხარის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ცივდება. ეს, რა თქმა უნდა, ახლოსაც არ არის რეალობასთან. შეერთებული შტატები უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

მსგავსი თემები