რუსეთის ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატ ბორის ნადეჟდინს რეგისტრაციაზე უარი უთხრა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ომის მოწინააღმდეგე, პუტინის პოლიტიკის კრიტიკოს – ბორის ნადეჟდინის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, არჩევნებში კიდევ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ნადეჟდინი ოპოზიციის საუკეთესო იმედად ითვლებოდა.

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ნადეჟდინმა მხოლოდ 95 587 ლეგიტიმური ხელმოწერა შეაგროვა, 100 000-იან ნიშნულზე კი 5 000 ხმა აკლდება.

ნადეჟდინმა განაცხადა, რომ რეგისტრაციაზე უარს გაასაჩივრებს უზენაეს სასამართლოში.

მსგავსი თემები