„მოლაპარაკებები მიდის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით” – სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა

კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოასვენებენ მსახიობს სამშობლოში.

„მოლაპარაკებები მიდის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით. როგორც იცით, გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო“, – აღნიშნა ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოსო ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

მსგავსი თემები