,,ღამის 2 საათი იყო, ფეხშიშველი გამოვიქეცი, ტყის გავლით გადმოვედით” – მეწყერი ხულოში

ხულოში, მეწყრული პროცესების გამო, ევაკუირებულია 35 ოჯახი. სტიქიის ზონაში ახლა გეოლოგები იმყოფებიან. სწორედ მათი დასკვნის შემდეგ უნდა გადაწყდეს როდის დაბრუნდებიან ოჯახები სახლებში. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც.

,,ღამის 2 საათი იყო როცა გავიგეთ ხმაური… შეგვეშინდა, ავფორიაქდით, გამოვიქეცით ფეხშიშველი… მოკლე გზიდან ვერ ჩამოვედით და გავედით გაღმა, ტყის გავლით გადმოვედით მეორე მხარეს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჩამოწოლილმა მეწყერმა შექმნა ინფრასტრუქტურული პრობლემები. დაფარულია საავტომობილო გზები და ხიდები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლები.

მსგავსი თემები