„კონსტიტუცია რუსული კანონის ავტორად დაგიმახსოვრებთ“ – ოპოზიცია უმრავლესობას

„რას თვლით გამარჯვებად?“ – ამ კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. მან მმართველი გუნდი რუსული ინტერესების გატარებაში ამხილა და აღნიშნა, რომ ისინი ისტორიაში სწორედ ამ სახელით შევლენ.

„თქვენ გადაეფარეთ კლანს, ისევე როგორც გადაეფარეთ რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს, იმიტომ რომ, ერთნი ხართ. ერთნი ხართ და რამდენიც არ უნდა გადაეფაროთ ერთმანეთს არაფერი გიშველით. დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ოკუპანტის ხელისუფლებამ დააინიცირა რუსული კანონი. მეტი რა სამხილი შეიძლება იყოს. დიახ, რუსული კანონი და საქართველოს წინააღმდეგ რუსული დივერსია იყო ის, რაც თქვენ დააინიცირეთ და ხმა მიეცით. ძალიან გინდათ, ისტორიამ კონსტიტუციის ავტორად დაგიმახსოვროთ, მაგრამ, რუსული კანონის ავტორად დაგიმახსოვრებთ“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები