,,ვურჩევ გიორგი ვაშაძეს, რომ ნაცვლად მანიპულაციებისა, მეტი აქცენტი გააკეთოს საფუძვლიან კრიტიკაზე” – ირაკლი კობახიძე ვაშაძეს

,,ვურჩევ გიორგი ვაშაძეს, რომ ნაცვლად მანიპულაციებისა, მეტი აქცენტი გააკეთოს საფუძვლიან კრიტიკაზე”. ასე მიმართა პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს.

,,20 პროცენტი იყო სიღარიბე 2012 წელს, ეს დაგვიტოვეთ თქვენ. 2022 წელს მაჩვენებელი იყო უკვე 15.6 პროცენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, თუმცა გვაქვს კვლავაც მძიმე მაჩვენებელი – ნახევარ მილიონი ადამიანი და მეტი კვლავაც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

ვურჩევ გიორგი ვაშაძეს, რომ ნაცვლად მანიპულაციებისა, მეტი აქცენტი გააკეთოს საფუძვლიან კრიტიკაზე, თუმცა როგორც ჩანს, ასე აფასებს, რომ არ აწყობს საფუძვლიანი კრიტიკა და ურჩევია ციფრებით მანიპულირება. ან ვერაფერი გაიგო, ან არაფერი გაიგო ბატონმა გიორგიმ. მათ შორის ასეთი ფრაზა წარმოთქვა, რომ თურმე ლევან დავითაშვილს მოუტანია უმუშევრობა საქართველოში,“ – ამბობს კობახიძე.

მსგავსი თემები