„უნდა გამოვასახლოთ? ან წამოვლიან იქიდან“? – დეპუტატი მეწყრულ ზონებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, საპარლამენტო ტრიბუნიდან, იმერეთში მომხდარ მეწყერზე ისაუბრა რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეპუტატი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ მომზადენულ დოკუმენტსაც შეეხო, სადავ ყველა მეწყერსაშიში უბანია შეყვანილი. მისი თქმით, მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობის გამოსახლება გამოსავალი არ არის.

„მთელი იმერეთია შეყვანილი ამ დოკუმენტში, რაჭა, სამეგრელო, გურია. როგორია ჩვენი სოფლები? –  მთაზე შეფენილი სოფლებია. იმ დოკუმნტში ყველა არის შეყვანილი. უნდა გამოვასახლოთ ყველა და დავცალოთ?  ან ისინი წამოვლიან იქიდან? ან სად მიგყავს ისინი? როგორ უნდა გააკეთო ეს, ან რა ფული გეყოფა ამაზე“ – განაცხადა დეპუტატმა საპარლამეტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები