„პარლამენტის თავმჯდომარემ ტანსაცმელი დამიწუნა, მითხრა, როგორ დადიხარო“ – ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი დღეს, საკანონმდებლო ორგანოში ჩოხა-ახალუხით მივიდა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და ჰკითხა, კიდევ ხომ არ იწუნებდა მის ჩაცმულობას.

„ვინმეს ახირებული კაცი  რომ არ ვეგონო, პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში  უნდა გეცვას საქმიანად, ან შემოსილი უნდა იყო ეროვნული სამოსით. რამდენიმე დღის წინ, მეგონა, რომ საქმიანად მეცვა, მაგრამ თურმე ნურას უკაცრავად, პარლამენტის თავმჯდომარემ ტანსაცმელი დამიწუნა და მითხრა როგორ დადიხარო ასე. კიდევ კარგი არ გამაგდეს დარბაზიდან. მთელი დღეა ვნერვიულობ ბატონო შალვა. შესაბამისად თუ მაცვია და რამე წუნს  ხომ არ დაუდებთ ამ ჩემს ჩოხას?“ – მიმართა მან პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

მსგავსი თემები