,,თქვენს ადგილას თორნიკე რიჟვაძეს მითითებას და შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში” – ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეს

,,თქვენს ადგილას თორნიკე რიჟვაძეს მითითებას და შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში”. ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად მსჯელობენ.

„ახლა ტელეფონში ვუყურებდი კადრებს, უზარმაზარი მიწის მასა როგორ მოძრაობს მთიან აჭარაში. მართალია, ჯერ თქვენ არჩეული არ ხართ, რამდენიმე საათში გახდებით პრემიერ-მინისტრი, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ დაგიჭერთ მხარს, ეჭვი არ მეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ შესდგომიხართ მოვალეობის შესრულებას, პირველი თქვენს ადგილას, ახლავე რასაც გავაკეთებდი, ახლავე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს მშვიდად, აუღელვებლად, წყნარად რომ ზის და გვადევნებს თვალყურს, მითითებას და შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში და ადგილზე გაუწიოს კოორდინაცია იმ სამუშაოებს, რაც აუცილებელია, რომ რამე მსხვერპლი არ გამოიწვიოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები