საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

საქართველოს პარლამენტმა ახალი პრემიერ მინისტრი და სამთავრობო გუნდი დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე გახდა. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი მინისტრი შეიცვალა და ეს არის თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ  დღემდე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრი იყო და მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. ამჯერად კი ყოფილმა და ახალმა პრემიერებმა ადგილები გაცვალეს და მმართველი გუნდის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი გახდა.

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამის მოსმენას დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები სრულად ესწრებოდნენ.

 

 

მსგავსი თემები