„მიგრაცია გვქონდა 90-იან წლებში, მოგვიანებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლიმკობახიძემ მიგრაციის თემასთან დაკავშირებთ,  ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებსაც უპსუხა და აღნიშნა, რომ „მათი ხელისუფლების“ პერიოდში 225 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.

„რაც შეეხება იმას, რატომ წავიდნენ ადამიანები საქართველოდან: მიგრაცია გვქონდა 90-იან წლებში, მოგვიანებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და მიგრაცია არის ჩვენს პერიოდშიც. არ ვართ კმაყოფილები მიგრაციის მაჩვენებლით, თუმცა მინდა გავიხსენო, რომ თქვენს დროს, დაახლოებით 225 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ჩვენს პირობებში, 2014 წლიდან დაახლოებით 20 ათასით გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა, გვაქვს არასათანადო სურათი, არ მოგვწონს ის მაჩვენებელი, რაც გვაქვს მიგრაციის სფეროში, მაგრამ თქვენი ხელისუფლების მონაცემები, რომ ავიღოთ, როცა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ნეგატიური სალდო იყო ამდენი, 2014 წლის შემდეგ კი გვაქვს პოზიტიური სალდო. ეს რატომ მოხდა იცით? 2012 წლამდე ეკონომიკა მაქსიმუმ იყო 27 მილიარდი ლარი და ჩვენს პერიოდში არის 80 მილიარდი ლარი. თან ეს ხდება ვიზალიბერალიზაციის პირობებში, რამაც კიდევ უფრო გაადვილა ქვეყნიდან გასვლა“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ჩვენ დროს არის პოზიტიური სალდო, თქვენ დროს იყო უზარმაზარი ნეგატიური“.

 

მსგავსი თემები