მთავრობის ახალ შემადგენლობას საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ ფორმატში უსმენს

პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ ფორმატში უსმენს. ,,ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ რომ ეს შეხვედრა იყოს დახურული და ამას ვუყაროთ კენჭი… მედიის წარმომადგენლებს მოვუხადოთ ბოდიში და დაგვტოვონ და ასევე, აპარატის თანამშრომლებს ვთხოვთ, რომ სტრიმი გათიშონ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს უსმენენ. მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც საკითხს კენჭს უყრიან.

მეტი...

ბაღდადში ლიკვიდირებულია “კატაიბ ჰეზბოლას” მეთაური

ქალაქ ბაღდადში აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად “კატაიბ ჰეზბოლას” სამი წევრი, მათ შოირს მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა. პენტაგონმა განაცხადა, რომ მეთაური იყო პასუხისმგებელი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვაზე და მონაწილეობაზე. შტატების მხრიდან თავდასხმა უკავშირდება გასულ თვეში, იორდანიაში დრონით შეტევას, რასაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. “კატაიბ ჰეზბოლამ” განაცხადა, რომ ის აჩერებს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე, რათა თავიდან აიცილოს “უხერხულობა” ერაყის მთავრობისთვის. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ ამერიკულ ძალებს 165-ზე მეტი სარაკეტო და უპილოტო დარტყმა მიაყენეს. აშშ-ს დაახლოებით 2500 ჯარისკაცი ჰყავს ერაყში და 900 მეზობელ სირიაში.

მეტი...

,,საქართველოს მიერ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება ცვლის რეალობას რეგიონში” – ფაშინიანი

,,საქართველოს მიერ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება ცვლის რეალობას რეგიონში”. სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ,,მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა. და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ობიექტურად აისახება რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან ორს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი (საქართველო და თურქეთი. რედ.) და თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა “სად არის ევროკავშირი და სად არის ჩვენი რეგიონი?” ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირი – ეს ჩვენი რეგიონია”, – თქვა სომხეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს.   

მეტი...

,,მერისი, სოფელი გარეტყე… ასეთი სიტუაციაა ჩემი სახლის გარშემო, 18 მეწყრული კერაა” – ადგილობრივი

,,მერისი, სოფელი გარეტყე… ასეთი სიტუაციაა ჩემი სახლის გარშემო, 18 მეწყრული კერაა”, – წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი როინ თურმანიძე და მეწყერსაშიში ზონიდან ფოტოებს აქვეყნებს. ,,მერისი, სოფელი გარეტყე, ასეთი სიტუაციაა ჩემი სახლის გარშემო და მთლიანობაში გარეტყის ამ პატარა სოფელში 18 მეწყრული კერაა”, – წერს მოქალაქე.

მეტი...

ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა – შსს

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ საძიებო სამუშაოებს. ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,მეწყრული პროცესები განვითარდა და 10-ზე მეტი ოჯახია ევაკუირებული” – ხაშურის მერი სურამზე

,,მეწყრული პროცესები განვითარდა და 10-ზე მეტი ოჯახია ევაკუირებული”. ამის შესახებ ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა განაცხადა, რომელიც მეწყრული პროცესების განვითარების შემდეგ სურამში ჩავიდა. ,,მეწყრული პროცესები განვითარდა და პირველი ეტაპზე მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია. ვისაც არ აქვს საშუალება, რომ ნათესავთან გადავიდეს ის რამდენიმე მოქალაქე და ოჯახი გადაყვანილია სასტუმროში. დანარჩენი გეოლოგების შესწავლის საკითხია, უკვე დილიდან დაიწყება ეს პროცესი და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. პოლიცია, საგანგებო სამსახური მობილიზებულია და ყველა შესაბამისი უწყება არის ინფორმირებული ამის შესახებ. დაახლოებით 10-ზე მეტი ოჯახია გაყვანილი ამ ზონიდან და მაინც, უსაფრთხოების მიზნით, ქვედა მხრიდან გაგვყავს კიდევ ოჯახები. დაახლოებით 1,5 საათია დაიწყო…

მეტი...

სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა

სურამში, გვიან ღამით, მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ დროისთვის ზინდისის დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

8 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეს დავითობაა. ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლო სწორედ დავით აღმაშენებს უკავშირდება. „მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ დავითობას. დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. დავით აღმაშენებლის მეფობის დროს აშენდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ. მეფე დავითი 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

მეტი...