ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მესამე მიკრორაიონში, N85-87 კორპუსებთან მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა.

სახლების დადგმის პროცესში სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ მიიღეს მონაწილეობა.

დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.

მსგავსი თემები