ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟებმა, მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად, 3 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟებმა გასული ღამის განმავლობაში მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად 3 სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს, მათ შორის, 15 სართულიანი კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს.

,,მინდელის ქუჩაზე კორპუსის სახურავიდან სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კატის მდებარეობა მაშველებმა ზუსტად განსაზღვრეს და კედელში, მცირე ზომის ხვრელის გამოტეხვის შემდეგ, უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან”, – აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები