დეპუტატმა მინისტრი უსარგებლო ძაღლს შეადარა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი „უსარგებლო ძაღლს“ შეადარა.

„თავდაცვს მინისტრის „პოსტზე“ წარდგენილია ჩემი მშობლიური ქალაქიდან ირაკლი ჩიქოვანი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ზუგდიდელები მეკითხებიან, როგორ შეაფასებ ირაკლი ჩოქოვანის მაჟორიტარობასო. გამიჭირდა შეფასება და საბოლოოდ, სოციალურ ქსელში არის ზუგდიდელების ჯგუიფი და მანდ ვიპოვე ზუსტი შეფასება. ვინც მეგრულს ვერ გაიგებთ ზარქუას (დეპუტატი წალენჯიხიდან) სთხოვეთ და გითარგმნით: „უსარგებლე ჯოღორია, ყუდეს ვერგუდუა დო კარიშა მეუნდესია“ (უსარგებო ძაღლი შინ არ ვარგოდაო და გარე საქმეებზე მიყავდათო“ – განაცხადა დეპუტატმა წითლიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები