ლევან დავითაშვილს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება.

„ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის საერთო წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ეკონომიკის ზრდაზეა თვისობრივად დამოკიდებული, როგორც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ისე ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება.

შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მთავრობის საქმიანობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება. ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი სიმბოლური და პრაქტიკული გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს, საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები