„პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე“ – დეპუტატი თავმჯდომარეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, საქართველოს დროშის გვერდით ტრიბუნასთან ევროკავშირის დროშაც აფრიალდეს. როგორც სამადაშვილმა პაპუაშვილს მიმართა, ის ევროპულ დროშაზე „ეშმაკის მსგავსად“ რეაგირებს.

„წარდგენილ პროგრამას კი ჰქვია ევროპული სახელმწიფოსთვის, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე. ბატონო შალვა, კოლეგებისთვის შენიშვნის მიცემის ნაცვლად, იმას მაინც მოვიფიქრებდი, რომ ევროპული დროშა, ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასაც რომ  ამშვენებდეს იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა გახდა, მიუხედავად თქვენი მცდელობისა, რომ ეს დღე არ დამდგარიყო“ – აღნიშნა სამადაშვილმა პარლამენტში.

“თქვენი ბოღმის ლექსიკონი კვლავ აქტიურია როგორც ვხედავ” – ასე უპასუხა სამადაშვილს პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები