„რა ფორმით გინდათ, რომ დაკმაყოფილდეთ?“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

„არ ვიცი დასაქმებასთან დაკავშირებით რამდენჯერ გავცე ამ შეკითხვას პასუხი, ციფრებით, ციფრების გარეშე, ანალიტიკით, ანალიტიკის გარეშე რა ფორმით გინდათ, რომ დაკმაყოფილდეთ?“ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს დასაქმებასთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ განმარტა, ციფრები მათ არ მოსწონთ, ანალიტიკა მათ არ მოსწონთ.

„ციფრები თქვენ არ მოგწონთ, ანალიტიკა თქვენ არ მოგწონთ, თხრობითი ფორმით ნათქვამი თქვენ არ მოგწონთ, არ ვიცი როგორ მოგაწოდოთ დასაქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შემიძლია დავხატო და ისე გაჩვენოთ მონაცემები… ციფრებით გაჩვენეთ ის თუ რა მოხდა გასული წლების განმავლობაში საქართველოში, რამდენით მეტი ადამიანი დასაქმდა და მომავალში, შესაბამისად, როგორი პროგნოზი შეიძლება გვქონდეს. არ ვიცი, როგორ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, შემიძლია დავხატო და ისე გაჩვენოთ მონაცემები. 5-ჯერ, 10-ჯერ გიპასუხეთ ამ კითხვაზე“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდდატმა.

 

 

 

 

მსგავსი თემები