,,სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე მე რეკომენდაციას ვერ გავცემ” – ომბუდსმენი

,,სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, მე რეკომენდაციას ვერ გავცემ”. ამის შეასახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმი პუტინის ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტის  მონიტორინგს გააგრძელებს.

,,მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის, კონსილიუმის დასკვნაში ითქვა, რომ აწი, კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს საჭიროებიდან გამომდინარე მოინახულებს. ასევე, რა თქმა უნდა, მისი მოთხოვნის და ოჯახის წევრების მომართვის საფუძველზე“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მსგავსი თემები