ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა

,,მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში დღეს ჩოხით მივიდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს ჩაცმულობის ეტიკეტი დაუწუნა და უთხრა, რომ საკანონმდებლო ორგანოში არსებობს ჩაცმის ეტიკეტი. დეპუტატმა კი პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნას ამ ჟესტით უპასუხა.

,,წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო მითხრეს. იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს, ხანჯალი სპეციალურად არ გამიკეთებია. ვნახოთ აბა, შეიძლება პაპუაშვილმა დღეს მასრები დამიწუნოს”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც მთავრობის დამტკიცებას ჩოხით ეწრება.

მსგავსი თემები