,,ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ნებისმიერი სხვა დროშა” – პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს გულსაბნევის გამო შენიშვნა მისცა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს ევროკავშირისა და საქართველოს დროშის გამოსახულებიან გულსაბნევზე მიუთითა და უთხრა, რომ სტანდარტით, მისგან მარჯვნივ საქართველოს დროშა უნდა იყოს და შემდეგ სხვა ნებისმიერი.

,,ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, რომ გულსაბნევი გაქვთ ევროკავშირის დროშით და საქართველოს დროშით. მესმის, რომ როგორც ჩანს სადღაც გაჩუქეს ეს გულსაბნევი, თუმცა მე მგონი თქვენ პარტიას არ გაუჭირდება დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი, ვინაიდან, თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი გულისხმობს, რომ ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ნებისმიერი სხვა დროშა. ამიტომ თქვენ გულსაბნევზე თქვენგან მარჯვნივ უნდა იყოს ჯერ საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის დროშა, გთხოვთ და იქნებ თქვენ პარტიაში შეძლოთ და ასეთი სახის გულსაბნევები დაამზადოთ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები