„პაპუაშვილმა წულუკიანს თუ მიკროფონი ჩაურთო, აქ სისხლის გუბეები დადგება“ – დეპუტატი მინისტრს (ვიდეო)

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კულტურის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს მიმართავს და მის მინისტრობას კატასტროფას უწოდებს.

„აი თქვენ, ქალბატონო თეა, რა გითხრათ, თუ თქვენ ისეთივე მეთოდებით აპირებთ მინისტრობას, როგორც აქამდე იყავით კულტურის მინისტრი, ეს იქნება კატარსტოფა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ უწყებისთვის, რომელსაც ხელმძთვანელობთ. ასე მაუზერით და ნაგანით არქეოლოგების დარბევა, მწერალთა სახლის დარბევა და სხვადასხვა არ შეიძლება. თქვენ პოლიტიკურ პრობლემებს საკუთარ გუნდს უქმნით“ – მიმართა ელისაშვილმა წულუკიანს და დასძინა:

„პაპუაშვილმა თუ მიკროფონი ჩაურთო წულუკიანს, აქ სისხლის გუბეები დადგება“.

მსგავსი თემები