ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად პოლიციელი დაიღუპა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძე გარდაიცვალა: ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო. თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს…

მეტი...

,,დაადასტურა რაზეც ვსაუბრობდით, რომ აპირებს შექმნას ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალა” – კობახიძე ზურაბიშვილზე

,,დაადასტურა რაზეც ვსაუბრობდით, რომ აპირებს შექმნას ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალა”. ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება. ,,რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, ერთადერთი რამ იყო საინტერესო, მან დაადასტურა რეალურად ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ის აპირებს შექმნას ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან, დანარჩენი იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა. საერთოდ არ არის საინტერესო სალომე ზურაბიშვილის ფრაზების კომენტირება”, – აღნიშნა კობახიძემ.  

მეტი...

,,აჭარაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა” – ირაკლი კობახიძე

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის ცნობით, აჭარაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „სამწუხაროდ, სტიქიაა დასავლეთ საქართველოში, აჭარაში. როგორც მითხრეს, ორი ადამიანია დაღუპული. ვუსამძიმრებ ოჯახებს. გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები და იმედია, წარმატებული იქნება“, – თქვა კობახიძემ.  

მეტი...

,,გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია ,,ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” – სალომე ზურაბიშვილი

ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს. ,,გაფრთხილებთ ყველას, დაინახეფთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრესად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და…

მეტი...

რას ითხოვს პრეზიდენტი პრემიერისგან?!

საქართველოს პრზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტროსბის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მიართავს და მისგან კითხვებზე პასუხს ითხოვს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პრემიერმა უნდა ახსნას, როგორ აპირებს საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას. „არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოვლა, მეორეს წასვლა და მესამეს წახალისება. მაგრამ ვალდებული ვარ ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებასა აწუხებს და რაზეცპასუხის მიღება მათი უფლებაა. მივმართავ ახალ ან მიმავალ პრემიერს: თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას? – აღნიშნა…

მეტი...

,,საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ” – პრეზიდენტი ივანიშვილს

მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ  მმართველს, ბიძინა ივანიშვილს – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან, წლიური მოხსენებით გამოსვლის დროს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განმარტების გაკეთება სთხოვა. ,,საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან რატომ მოგყავთ. ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო უშვებთ, რაც არ ვიცით? რადგან საზოაგდოება მმართველობის ახალ ევროპულ მოდელს ელდოება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, როგორ აპირებთ ერთპიროვნული ერთპარტიული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკარტიულ ევროპულ მოდელზე გადასვლას…

მეტი...

,,მივმართავ ახალ პრემიერს, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში” – პრეზიდენტი კობახიძეს

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მომავალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ კობახიძესთან ასოცირდება რუსი დეპუტატის, გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი. ,,მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას? წარმოადგენთ თუ არა გეგმას, სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო…

მეტი...

„გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიეზე არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუაციო ხაზთან მოსახლეობის ტერორი გრძელდება. „რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას… ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება ხდება. საოკუპაციო ხაზთან კი, გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მეტი...

,,პარლამენტი პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა” – სალომე ზურაბიშვილი

საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის კუთხით, ქვეყნის გამოწვევებზე ისაუბრა. ,,გამოწვევები არ დაგვკლებია დემოკრატიის კუთხით: 2023 წელს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიცირებაში. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა. მკვეთრად მოიშალა სახელმწიფო შტოებს შორის ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა. ასევე, პარლამენტი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის მაგივრად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა. ერთპარტიული სისტემა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის შემდგომ, მიუხედავად 2012-2013 წლებში ხანმოკლე კოალიციური მმართველობის მცდელობისა, დაუბრუნდა ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს.…

მეტი...

„სასამართლო სისტემა მარადიული კლანის ინკარნაციად იქცა“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა მარადიული კლანის მსახურია. „სასამართლო სისტემა მარადიული კლანის ინკარნაციად იქცა. მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონსმ ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას“ – განაცხადა საქარტველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო  ტრიბუნიდან. „ელიტარული კორუფციის მადას ზღვარი არ გააჩნია“ – საქართველოს პრეზიდენტი

მეტი...

,,ბოლოჯერ კი არა, ამ ტრიბუნასთან დღეს პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი” – სალომე ზურაბიშვილი

,,ბოლოჯერ კი არა, ამ ტრიბუნასთან დღეს პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი”. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენების დასაწყისში განაცხადა. ,,პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით! 2023 წელი, რომელიც ესოდენ დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა, გამოწვევების და სირთულეების გარეშე არ ყოფილა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მეტი...

„ელიტარული კორუფციის მადას ზღვარი არ გააჩნია“ – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდეტი სალომე ზურაბიშვილი, ამ წუთებში, საპარლამენტო ტრიბუნიდან, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას მადა არ გააჩნია. „ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმისი მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია.  რეალურად არაფერი კონტროლდება და არავის პასუხისმგებლობა ვლინება. ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცენეტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ კრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაშიმ სანაცლოდ კი დოვლათს ინაწილებენ“ – განაცხადა პრეზიდენმტა საპარლამეტო ტრიბუნიდან.          

მეტი...

პრეზიდენტი პარლამეტში ისე შევიდა, არავინ შეიმჩნია და არც ფეხზე წამოუდგნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე პარლამენტშია. სხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშილი ისე შევიდა, რომ დეპუტატები ფეხზე არც წამოუდგნენ და მისი პარლამენტში შესვლა არც შეიმჩნიეს. ამ წუთებში, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ტრიბუნაზე ადის და გამოსვლისთვის ემზადება.

მეტი...

პარლამენტში პრემიერობის კანდიდატი კობახიძეც მივიდა

პარლამენტში პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში ის დღეს დეპუტატის სტატუსით იმყოფება, ვინაიდან კობახიძეს ოფიციალურად არ შეწყვეტია დეპუტატის მანდატი. წამოუდგება თუ არა სალომე ზურაბიშვილს ფეხზე ამჯერად მაინც? – მმართველი პარტიის ლიდერმა ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა. პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია იქნება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით წარდგება. სხდომას მმართველი გუნდი დაესწრება. საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა ზურაბიშვილი.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტშია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პარლამენტშია. პრეზიდენტს პროტოკოლის თანამშრომლებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დახვდა. საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.

მეტი...

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში გზები დაიმეწყრა

თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესები განვითარდა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ანაკლიაში სახლების პირველი სართულები დაიტბორა, ქარმა დააზიანა სახურავები

გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ქარმა ადმინისტრაციულ შენობებს სახურავები გადახადა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მდინარე ენგურის სანაპირო ზონაში მცხოვრებლებს, დაიტბორა სახლები. სამაშველო სამსახურმა ოჯახებიდან მოხუცები და ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ამ დროისთვის ანაკლიაში წვიმამ გადაიღო თუმცა, ამინდის გაუარესება ისევ მოსალოდნელია.

მეტი...

დღეს პრეზიდენტი დეპუტატებს მისი ბოლო მოხსენებით მიმართავს

დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენენ. ეს სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებაა საკანონმდებლო ორგანოში, რადგან წლის ბოლოს მას საპრეზიდენტო ვადა ეწურება. უცნობია ვინ დაესწრება სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რადგან, ახალი მთავრობა ჯერ დამტკიცებული არაა. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მივა ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები.

მეტი...

კალიფორნიის 10 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიაში ძლიერ ქარს, ღვარცოფს და წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიის გამო, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შტატის 10 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ორანჯის ოლქის ხელისუფლებამ ზოგიერთ რეგიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოაცხადა. ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, არსებობს მეწყრული და ღვარცოფის საფრთხე. სტიქიის გამო სანტა ბარბარას აეროპორტიდან ფრენები გაუქმდა. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მეტი...

იტალიაში მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში 14 ადამიანი დააკავეს

იტალიაში მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში არეულობის დროს 14 ადამიანი დააკავეს. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რომის სიახლოვეს მდებარე მიგრანტების ცენტრში 21 წლის გვინეელმა კაცმა თავი მოიკლა. Reuters-ის ცნობით, მომხდარის შემდეგ მიგრანტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შენობაში არეულობა მოაწყო, დააზიანა ინვენტარი, გააჩინა ცეცხლი და კარაბინერების ოთახში შეიჭრა. არეულობა ცხრა საათს გაგრძელდა და სიტუაციის განმუხტვა პოლიციამ მხოლოდ სპეცრაზმელების დახმარებით შეძლო. დაკავებულია 14 ადამიანი, მათ შორის მიგრანტები მაროკოდან, პაკისტანიდან, კუბიდან, ჩილიდან, ნიგერიიდან, ტუნისიდან და გამბიიდან. მათ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს ბრალი.

მეტი...

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტმანეტი ავრცელებს.

მეტი...

ბულგარეთში დააკავეს შსს-ს თანამშრომელი, რომელიც რუსეთის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

ბულგარელმა სამართალდამცავებმა რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა თანამშრომელმა საიდუმლო ინფორმაცია სოფიაში რუსეთის საელჩოს ყოფილ დიპლომატს გადასცა, რომელიც ცოტა ხნის წინ პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

მეტი...

სირიაში აშშ-ის მოკავშირე ექვსი მებრძოლი დაიღუპა

სირიაში აშშ-ის უმსხვილეს სამხედრო ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, ქურთი მოკავშირეების სულ მცირე ექვსი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) დრონების გაშვებაში ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციელები დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ექვსი “კომანდო მებრძოლი” ცალმხრივი თავდასხმის დროს დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო პირველი მსგავსი ინციდენტი მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ერაყსა და სირიაში, იორდანიის ბაზაზე დრონის თავდასხმის საპასუხოდ, რამდენჯერმე დაარტყა.

მეტი...

რუსეთმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანა

6 თებერვლის ღამეს რუსეთმა ხარკოვის ოლქის, ბოგოდუხოვსკის რაიონის სოფელი ზოლოჩევი დაბომბა. რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ განადგურდა სამსართულიანი სასტუმრო. წინასწარი ცნობებით, ნანგრევების ქვეშ ერთი ადამიანია ჩარჩენილი. მაშველებმა სამი ადამიანის, ორი ქალის და ერთი კაცის გადარჩენა შეძლეს.

მეტი...

უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა. ადგილზე დროებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ასევე, უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

მეტი...

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები. ელექტროენერგია მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება. ადგილობრივი მერიის ცნობით, მოგლეჯილი ხე დაეცა გზაზე მოძრავ მსუბუქ ავტომობილს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ზარალის აღწერა მიმდინარეობს.

მეტი...

,,უფასო სასკოლო კვება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს” – გიორგი ამილახვარი

,,უფასო სასკოლო კვება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს”. ასე უპასუხა განათლების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში დასმულ შეკითხვას უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით. ,,უფასო სასკოლო კვება, მეგობრებო, არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. არც 100-ჯერ ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ყველგან არის შესაბამისი სუბსიდირებები, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველებს სჭირდებათ ეს მხარდაჭერა და ექნებათ კიდეც. იცით, რომ 50 ლარი იყო წინა ხელისუფლების დროს და დღეს 200-ლარიანი მხარდაჭერა აქვთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს”, – ამბობს ამილახვარი.

მეტი...