რას ითხოვს პრეზიდენტი პრემიერისგან?!

საქართველოს პრზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტროსბის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მიართავს და მისგან კითხვებზე პასუხს ითხოვს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პრემიერმა უნდა ახსნას, როგორ აპირებს საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას.

„არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოვლა, მეორეს წასვლა და მესამეს წახალისება. მაგრამ ვალდებული ვარ ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებასა აწუხებს და რაზეცპასუხის მიღება მათი უფლებაა. მივმართავ ახალ ან მიმავალ პრემიერს:

თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას? – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა იკრაკლი კობახიძეს გეგმების წარმოდგენაც მოსთხოვა.

„წარმოადგენთ თუ არა გეგმას:

სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას“, – განაცხადა პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები