სირიაში აშშ-ის მოკავშირე ექვსი მებრძოლი დაიღუპა

სირიაში აშშ-ის უმსხვილეს სამხედრო ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, ქურთი მოკავშირეების სულ მცირე ექვსი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) დრონების გაშვებაში ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციელები დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, ექვსი “კომანდო მებრძოლი” ცალმხრივი თავდასხმის დროს დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო პირველი მსგავსი ინციდენტი მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ერაყსა და სირიაში, იორდანიის ბაზაზე დრონის თავდასხმის საპასუხოდ, რამდენჯერმე დაარტყა.

მსგავსი თემები