,,დაადასტურა რაზეც ვსაუბრობდით, რომ აპირებს შექმნას ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალა” – კობახიძე ზურაბიშვილზე

,,დაადასტურა რაზეც ვსაუბრობდით, რომ აპირებს შექმნას ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალა”. ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება.

,,რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, ერთადერთი რამ იყო საინტერესო, მან დაადასტურა რეალურად ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ის აპირებს შექმნას ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან, დანარჩენი იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა. საერთოდ არ არის საინტერესო სალომე ზურაბიშვილის ფრაზების კომენტირება”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები