ანაკლიაში სახლების პირველი სართულები დაიტბორა, ქარმა დააზიანა სახურავები

გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ქარმა ადმინისტრაციულ შენობებს სახურავები გადახადა.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მდინარე ენგურის სანაპირო ზონაში მცხოვრებლებს, დაიტბორა სახლები. სამაშველო სამსახურმა ოჯახებიდან მოხუცები და ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

ამ დროისთვის ანაკლიაში წვიმამ გადაიღო თუმცა, ამინდის გაუარესება ისევ მოსალოდნელია.

მსგავსი თემები