ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში გზები დაიმეწყრა

თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესები განვითარდა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები