„425 ევროპარლამენტარს სურს ევროკავშირის შესახებ ანა-ბანა აუხსნას“- ევროპარლამენტარი პაპუაშვილს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ  განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია. ევროპარლამენტარი მოუწოდებს პაპუაშვილს,დაასახელოს ის ევროკომისიის წევრი, რომელიც მას ეუბნება, რომ ევროპარლამეტარებს ყურადღება არ მიაქციოს.

„გაამხელს ბატონი პაპუაშვილი, ვის გულისხმობს ევროკომისიიდან, ვინაიდან, 425 ევროპარლამენტარს, რომელთაც ხმა მისცეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას, სურს ევროკავშირის შესახებ ანა-ბანა აუხსნას. თუ ” ქართული ოცნება” ისევ იტყუება, როგორც ერთი წლის წინ, როდესაც პირობა დადეს, რომ რუსულ კანონს არ დააბრუნებდნენ?

შეხსენება: ეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაა, რომელიც ევროპარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო ხმების 88,54%-ით. სრული ციფრებით: 425-მა მხარი დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, და 30-მა თავი შეიკავა”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 8 მაისს განცხადა, რომ, „კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია, ევროკომისია კი პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ – ნული ყურადღება!“.

მსგავსი თემები