„გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიეზე არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუაციო ხაზთან მოსახლეობის ტერორი გრძელდება.

„რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას… ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება ხდება. საოკუპაციო ხაზთან კი, გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები