,,უფასო სასკოლო კვება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს” – გიორგი ამილახვარი

,,უფასო სასკოლო კვება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს”. ასე უპასუხა განათლების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში დასმულ შეკითხვას უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით.

,,უფასო სასკოლო კვება, მეგობრებო, არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. არც 100-ჯერ ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ყველგან არის შესაბამისი სუბსიდირებები, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველებს სჭირდებათ ეს მხარდაჭერა და ექნებათ კიდეც. იცით, რომ 50 ლარი იყო წინა ხელისუფლების დროს და დღეს 200-ლარიანი მხარდაჭერა აქვთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს”, – ამბობს ამილახვარი.

მსგავსი თემები