კალიფორნიის 10 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიაში ძლიერ ქარს, ღვარცოფს და წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიის გამო, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შტატის 10 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ორანჯის ოლქის ხელისუფლებამ ზოგიერთ რეგიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოაცხადა. ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, არსებობს მეწყრული და ღვარცოფის საფრთხე. სტიქიის გამო სანტა ბარბარას აეროპორტიდან ფრენები გაუქმდა.

დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი თემები