,,საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ” – პრეზიდენტი ივანიშვილს

მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ  მმართველს, ბიძინა ივანიშვილს – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან, წლიური მოხსენებით გამოსვლის დროს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განმარტების გაკეთება სთხოვა.

,,საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან რატომ მოგყავთ. ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო უშვებთ, რაც არ ვიცით? რადგან საზოაგდოება მმართველობის ახალ ევროპულ მოდელს ელდოება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, როგორ აპირებთ ერთპიროვნული ერთპარტიული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკარტიულ ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის? საზოგადოება თქვენგან პასუხს ელდოება, როდის ჩამაოშორებთ სასამართლსო მურუსიძე-ჩინჩალაძეს, მაშინ როდესაც ერთის მხრივ ებრძვით ენმ-ს ან ასე ამბობთ და მეორეს მხრივ, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ?”, – თქვა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები